ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას "პარანოიულ ბოდვას" უწოდებს.
ბოკუჩავა ამბობს, კობახიძისა და მმართველი პარტიის სხვა წევრების ანტიდასავლური განცხადებები მოახლოებულმა პერსონალურმა სანქციებმა განაპირობა, რომლებისაც, ბოკუჩავას თქმით, ივანიშვილსა და მის "ამფსონებს" ძალიან ეშინიათ.
"ეს არის აბსურდი, ამგვარი ბრალდება ირაკლი კობახიძის მხრიდან ერთ-ერთი ევროკომისრის წინააღმდეგ არის პარანოიული ბოდვა. მაგრამ, რაც შემიძლია დადასტურებულად ვთქვა არის ის, რომ ივანიშვილს და მის ამფსონებს ძალიან ეშინიათ მოახლოებული სანქციების, რომლებიც გარდაუვალია, მას შემდეგ, რაც ისინი ვეტოს დაძლევენ. სწორედ ამ კანს მომდგარი, პერსონალური, ინდივიდუალური სანქციების ეშინიათ ივანიშვილს და მის გარემოცვას, რამაც გაამწვავა მათი პარანოიული შიშები და ამან განაპირობა კიდეც ეს განცხადებები რომლებსაც ახლა ვისმენთ", - თინა ბოკუჩავა.